ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაჭაში მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გუშინ რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

როგორც „მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში ამბროლაურიდან ჭრებალოს მიმართულებით მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, შეეჯახა ბორდიურს და ბოძს, რის შედეგადაც მანქანა საკრმიდამო ნაკვეთის ღობეს დაეჯახა.

წყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მძღოლი და 2 მგზავრი (2000 წ. და 1995 წელს დაბადებულები).

ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ავტომანქანის სამმა მგზავრმა (1999, 2000, 2001 წელს დაბადებულებმა).

იტვირთბა....