“უშიშროების სამსახურის უკვე ყოფილი ჩინოსანის, სოსო გოგაშვილის გადადგომა არაფერს ნიშნავს, ის უნდა დაისაჯოს”, – ასეთი განცხადება გააკეთა პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, უნდა დაისაჯოს ასევე სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.
როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, მათ აქვთ ჩადენილი საუკუნის დანაშაული. ამას ამბობს მთელი მსოფლიო. პანკისში ჩატარდა ტერაქტი და ამას წინ მიუძღოდა სოსო გოგაშვილი. მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ასევე სტრასბურგში ჩაშლილ ჩვენს ვიზიტთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა უშიშროების სამსახურის ჩინოსნებს ადებს ხელს, რომ მათი ბრძანებით მოხდა მისი შვილის მოკვლა.