ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახი კალაძე ტაქსის მძღოლებს მიმართავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს მიმართავს, ლიცენზია დროულად აიღონ. მან ქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსებს შესაბამისი დოკუმენტის გარეშე მუშაობის უფლება არ ექნებათ, ლიცენზიის გარეშე კი გადაადგილება 200 ლარით დაჯარიმდება.

“იუსტიციის სახლში დაიწყო ნებართვების გაცემა. იქ არის სპეციალურად გამოყოფილი ერთი ადგილი, სადაც მისულ ადამიანებს მოემსახურებიან იუსტიციის სახლის თანამშრომლები. უკვე 500-მდე ნებართვა არის გაცემული და მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ. ჯარიმა არის 200 ლარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რადგან ქალაქში ზოგადად ქაოსია…“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....