ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის'' მფლობელები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის'' მფლობელები დააკავავრცლად: police.ge/page/120

Gepostet von შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia am Dienstag, 21. August 2018

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა.

შსს0ს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგაც, ხელოვნური მანიპულირებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიების პროცესში შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბახტრიონის 11 ბ-ში არსებულ საბროკერო კომპანია “ეფიქს გრუპში” კრიმინალური პოლიცია ჯერ კიდევ 30 მაისს, ჩხრეკის მიზნით შევიდა.

ბახტრიონის ქუჩაზე საბროკერო კომპანია “ეფიქს გრუპში” პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს

იტვირთბა....