აშშ ვერ ბედავს ირანს თავს დაესხას, ვინაიდან აცნობიერებს ირანის სამხედრო ძალას – ამის შესახებ ირანი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს.
„რატომ არ გვესხმის თავს აშშ? იმიტომ, რომ აცნობიერებს ჩვენს ძალას. მათ იციან თუ რა შედეგები მოჰყვება ამას“, – განაცხადა ჰასან რუჰანიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს სჭირდება მძლავრი თავდაცვითი პოტენციალის განვითარება, რათა მტრულად განწყობილმა სახელმწიფოებმა არ გაანადგურონ.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვიბრძოლოთ სამხედრო ზესახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებსაც პრეტენზიები აქვთ ჩვენს ტერიტორიაზე და რესურსებზე. თუ ჩვენ ძლიერები არ ვიქნებით, ჩვენ გაგვანადგურებენ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ჰასან რუჰანიმ სიტყვით გამოსვლისას დასძინა, რომ ირანი არასოდეს ამჟღავნებდა აგრესიას სხვა სახელმწიფოების მიმართ.