„თავისუფალმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა.
კახა კუკავამ ზუგდიდში იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, საქართველოში დღეს აქტუალურია. ამასთან, კუკავამ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გოგი წულაია დაასახელა.
„საქართველოში აქტუალურია ბანკების პრობლემები, ნარკოტიკების ლეგალიზაცია, პენსიები, საჯარო მოხელეების ხელფასები, მეჩეთები, დემოგრაფიული პრობლემები.
„სამფეროვანი ეროვნული დროშა 25 წლის უკან აქ დაეცა და ნიშანდობლივია, რომ სწორედ აქედან ვიწყებთ. სააკაშვილის დროინდელი სამი მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს – გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ახალ ეროვნულ გაერთიანებას სწორედ ზუგდიდში შევქმნით და დავამარცხებთ როგორც ნაცურ, ასევე ქოცურ ხელისუფლებას“, – განაცხადა კახა კუკავამ.