ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორი დღეა გურიაში ვიმყოფები და რაც აქ ვნახე სრული კატასტროფაა”

გაერთიანებული ოპოზიციის, საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ორი დღეა  გურიის რეგიონს სტუმრობს. ვაშაძე აჭარის მთავრობის უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავჯდომარე ლევან ვაშალომიძესა და ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთდ, ოზურგეთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა და  მათი  პრობლემები მოისმინა. ინფორმაციას “გურიისმოამბე” ავრცელებს.

“ორი დღეა გურიაში ვიმყოფები და რაც აქ ვნახე, ესაა სრული კატასტროფა. ესაა ერის გენოციდი. 62 მილიონი არის დახარჯული ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, ამას შედეგი არ მოუტანია. განადგურებულია თხილი, სიმინდი, ბოსტნეული, ლობიო…ვისაც არ უნდა ჰკითხოთ აქ შექმნილ მდგომარეობაზე, პასუხი ერთი-“არ ვიცით ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ”.

მოსახლეობას აქვს კრედიტები და არ იციან როგორ დააბრუნონ და ამ დროს გურიის ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო ტენდერების გაყოფითაა დაინტერესებული. ქვეყანა არის უპატრონოდ მიგდებული. ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. ზუსტად ამიტომ, ჩვენ მოვიგებთ ამ არჩევნებს. ზუსტად ამიტომ, ჩავატარებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ზუსტად ამიტომ, მოვიყვანთ ქვეყნის სათავეში პროფესიონალ, პატრიოტ მთავრობას, რომელსაც საქმის კეთება შეუძლია “-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს შეხვედრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ლიხაურსა და დაბა ნასაკირალში ექნება.

ხვალ კი ის, ლანჩხუთის მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრებს.

იტვირთბა....