გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით 20 – 23 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.