გუშინ გლდანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხედარი გუშინ ქუჩაში იპოვეს. გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ადგილზე აცხადებენ, სავარაუდოდ, მისი დაღუპვის მიზეზი, ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.