ანკარაში უცნობმა პირებმა აშშ-ს საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ავტომობილიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით ოთხი-ხუთი გასროლა განხორციელდა. ტყვიები პოლიციელების ჯიხურს მოხვდა, რომლებიც საელჩოს იცავენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები თეთრი ფერის მანქანას ეძებენ.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე, რომელიც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი და რომლისთვისაც თურქეთის პროკურატურა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. თურქეთში პროტესტის ნიშნად დოლარების კუპიურებიც კი დაწვეს.
იტვირთბა....