aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა.
ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს,თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, – წერს მერაბ ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

იტვირთბა....