fbpx
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალებს მიხედვა სჭირდებათ, გამანადგურა 16 წლის გოგოს ტრაგედიამ”

ტელეწამყვანი ინგრა გრიგოლია ეხმაურება 16 წლის გოგოს თვითმკვლელობას, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი ასევე წაყენებული აქვს არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გარყვნილი ქმედების მუხლით.

გრიგოლია ითხოვს, რომ კანონი გამკაცრდეს და მოძალადეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. მისი თქმით, ასეთი ფაქტები იმიტომ ხდება, რომ მსგავსი შემთხვევის დროს სერიოზული სასჯელი არავის დაკისრებია. ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალები დაუცველნი არიან და სახელმწიფო სათანადო ზომებს არ იღებს.

“გაამკაცრეთ კანონი ამ საშინელი დანაშაულისთვის, დასაჯეთ ისე მსგავსი ნაბიჭვარი შანტაჟისტები და მოძალადეები, რომ ტვინშიც ვერ გაივლონ ასეთი რამ, რომ ვერც ერთმა კაცმა ვერ გაბედოს ქალის დაშანტაჟება და ფსიქოლოგიური განადგურება. იცით, რატომ ხდება ეს საშინელი დანაშაული?? იმიტომ, რომ სერიოზული სასჯელი არ დაგიკისრებიათ არავისთვის ქალებზე პირადი ცხოვრებით შანტაჟის გამო, იმიტომ, რომ ესაა ქვეყანა, სადაც პირად ცხოვრებას კომპრომატად გითვლიან და სახელმწიფოს არ აქვს განცდა, რომ მკვლელობაზე უარესია ასეთი შანტაჟი, ადამიანის ცოცხლად წამებაა ასეთი შანტაჟი. როცა მთელი ქვეყანა ფეხზე ვიდექით და მოვითხოვდით დამნაშავეების დასჯას, როცა ჩვენ გვემუქრებოდნენ, კაციშვილი არ დასჯილა. ყველა ვერ უძლებს ამ წამებას! ყველა ქალი ვერ იტანს ამ ფსიქოლოგიურ ტერორს! ქალებს მიხედვა სჭირდებათ ამ ქვეყანაში! გამანადგურა 16 წლის გოგოს ტრაგედიამ”- წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოხდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”- აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის  ბრალდებით დაკავებულ 22 წლის კაცს ბრალი დაუმძიმა. მას გარდა სსსკ-ის 115-ე მუხლისა(თვითმკვლელობამდე მიყვანა), ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას უცნობი მამაკაცი წლების განმავლობაში ემუქრებოდა. ის დააკავეს. თუმცა, როგორც პროკურატურა განმარტავს, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული პირი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, რის გამოც მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა, რის შემდეგაც იგი მოთავსებული იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

“ვისაც შეგწევთ ძალა დამეხმარეთ”: სუიციდის მსხვერპლის, ნატა ძნელაძის დედა განცხადებას ავრცელებს

სხვა ამბები

“ჩემი ხმა თადუმაძეს ექნება. მის პროფესიონალიზმთან არ მაქვს კითხვები”

newsadmin

“ნათია თურნავა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი ჭორაობაა”

newsadmin

“სოკარგაზმა” რუსთავის 21 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის შეწყვეტა სცადა

newsadmin

TI – ხშირ შემთხვევაში, თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები ერთსა და იმავე უწყებაში მუშაობენ

newsadmin

რომში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს და ბანერი ჩამოხსნეს

newsadmin

ლარის ხვალინდელი კურსი ცნობილია

newsadmin
იტვირთბა....