ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ჟორჟოლიანი: “ზუზუ, თურმე საჯაროდ ითხოვდა დახმარებას, რომელიც ალბათ მეც, თქვენთან ერთად ვნახე და გავატარე”

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

“ჩემი მეგობარი მიყვებოდა, როგორ რთულად იყო ზუზუ, თურმე საჯაროდ ითხოვდა დახმარებას, რომელიც ალბათ მეც, თქვენთან ერთად ვნახე და გავატარე. როგორ აგროვებდა ქირის ფულს, როგორ უნდოდა ჰქონოდა როლები, დეპრესიის და ალკოჰოლის გარეშე. ვერაფერი გავაკეთეთ. ჩვენი “პრობლემების” ფონზე, სხვისი სირთულეებისთვის ვერ მოვიცალეთ. ჰოდა, თუ დახმარებას გთხოვთ, ჩემი პოსტები არ გაატაროთ და არ მომცეთ სიკვდილის უფლება. აქ, ფოტო უნდა იდოს, გატეხილი გულით, ცრემლით, ზუზუს ფოტოთი, მაგრამ მირჩევნია იდოს ჩემი ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა”, – წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი გუშინ დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....