აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„მჯერა, რომ არანაირი წესი არ დამირღვევია, ამიტომ დისკვალიფიკაცია არ მეკუთვნის“ – უკრაინელი მრბოლელი ვლადისლავ ჰერასკევიჩი სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში მოსმენაზე მივიდა

უკრაინელი მრბოლელი ვლადისლავ ჰერასკევიჩი სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში მოსმენაზე მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სასამართლო მოსმენა მისი აპელაციის განხილვას ეხება.

ჰერასკევიჩი აცხადებს, რომ ოლიმპიადის პრინციპები არ დაურღვევია და სიმართლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

„მჯერა, რომ არანაირი წესი არ დამირღვევია, ამიტომ დისკვალიფიკაცია არ მეკუთვნის. დღეს ოლიმპიური თამაშების შეჯიბრის მონაწილე უნდა ვიყო და არა – მოსმენის. დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სიმართლისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, თავდაჯერებული ვარ,“ – განაცხადა ჰერასკევიჩმა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამოყენების გამო უკრაინელი სკელეტონ მრბოლელი ვლადისლავ ჰერასკევიჩი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია.

მედიის ინფორმაციით, დისკვალიფიკაციის თაობაზე სპორტსმენს დილით ადრე, საციგურაო ობიექტზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს.

იტვირთბა....