აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ისევე ექცევით განათლებას, როგორც სასურსათო მაღაზიებს, „ერთი ქუჩა -ერთი მარკეტი“, „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, ვის მოსდის ეს იდეები თავში? დაგვისახელეთ პროფესიონალები, რომლებიც ამ მიდგომებს ეთანხმებიან? – ტატა ხვედელიანი „ოცნებას“

თქვენ დღეს ზუსტად ისევე ექცევით განათლებას, როგორც სასურსათო მაღაზიებს. უგუნური კონცეფციები – „ერთი ქუჩა -ერთი მარკეტი“, „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, „ერთი წიგნი ყველა სკოლას“. ვის მოსდის ეს იდეები თავში? დაგვისახელეთ დარგის პროფესიონალები, რომლებიც ჩართულები გყავთ და ისინი ეთანხმებიან ამ მიდგომებს? – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, „ქართულ ოცნებას“.

როგორც ტატა ხვედელიანმა უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ანადგურებენ შექმნილ ტრადიციებს, ყველაფერს, რაც იქნა მიღწეული პროფესიონალების დაუღალავი შრომით.

„მინდა გამოვეხმაურო იმას, რასაც „ოცნება“ განათლების რეფორმას უწოდებს, თუმცა, ის, თავის მხრივ, ქვეყნის განათლების სისტემის ნგრევაა.

გუშინ ყველამ ვნახეთ ბატონი მიქანაძის უგუნური განცხადება, რომელიც ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა, რომელიც კიდევ უფრო მეტ დარტყმას აყენებს ისედაც რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ სისტემას. განცხადების მიხედვით, მთავრობამ, საკუთარი შეხედულებისამებრ გაანაწილა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის კვოტები. დიახ, საკუთარი შეხედულებისამებრ, რადგან იმას, რასაც ჩვენ ვისმენთ, არაფერი საერთო არ აქვს კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე რისკების წინასწარ შეფასებასა და შედეგების განჭვრეტასთან.

რა მოტივი ასაზრდოებს თქვენს ასეთ დაუცხრომელ მცდელობას, ჯიუტად, ერთი-მეორეზე მავნე და სულელური ინიციატივით, გაანადგუროთ ჩვენი ისტორია, წინაპრების ნაბრძოლი, მიღწეული გამარჯვებები და ჩვენი შვილების მომავალი.

თქვენ დღეს ზუსტად ისევე ექცევით განათლებას, როგორც სასურსათო მაღაზიებს. უგუნური კონცეფციები – „ერთი ქუჩა -ერთი მარკეტი“, „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, „ერთი წიგნი ყველა სკოლას“. ვის მოსდის ეს იდეები თავში? დაგვისახელეთ დარგის პროფესიონალები, რომლებიც ჩართულები გყავთ და ისინი ეთანხმებიან ამ მიდგომებს?

ამ დრომდე ვერ გვისახელებთ ვერც ერთ კვლევას, ვერ მიგვითითებთ ვერც ერთი დარგის ექსპერტს, რომლის ჩართულობითაც განხორციელდა რეფორმის კონცეფციის შექმნა. არ გაქვთ შეფასებული რეფორმის ნაკლოვანებები, გავლენა და ის შედეგები, რასაც მოიტანს ქვეყნის ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ასეთი ფუნდამენტური ცვლილება.

ამ ცვლილებით უქმდება საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი მიმართულებები და სასწავლო პროგრამები. კითხვის ნიშის ქვეშ დგება ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივა.

ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ანადგურებენ შექმნილ ტრადიციებს, ყველაფერს, რაც იქნა მიღწეული პროფესიონალების დაუღალავი შრომით. ილიას უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, განახორციელოს სასწავლო და კვლევითი პროგრამები მეცნიერების ყველა იმ დარგში, რომლებშიც საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ის მოწინავე პოზიციებს იკავებს.

ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად იკარგება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც დროებით განთავსებული, აფხაზეთის მულტიპროფილური უნივერსიტეტის მნიშვნელობა, ის სტატუსით გაუთანაბრეს სხვა რეგიონულ არა მულტიპროფილურ უნივერსიტეტებს.

სოხუმის უნივერსიტეტისთვის ასეთ გადაწყვეტილება დევნილი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის დაწყებას ნიშნავს. ეს არის უაღრესად მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ოკუპაციის პირობებში აღქმული იქნება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, როგორც პრეცედენტი.

განათლების სამინისტროს ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილებით, ზუგდიდში აქრობენ დევნილი და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების შესაძლებლობებსაც, უახლოეს ქალაქებში მიიღონ უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით.

ამ რეფორმას, გარდა კორუფციული დაინტერესებისა, აქვს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მიზანი. ეს გახლავთ სპეცოპერაცია განათლების სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ტარდება ივანიშვილის ქუთაისის უნივერსიტეტის გადასარჩენად და მას ეწირება ჩვენი ისტორია და პერსპექტივა.

გაურკვეველია, რას ნიშნავს მულტიფუნქციური პროფილი და, როგორც ჩანს, მისი ბათუმის უნივერსიტეტისთვის მინიჭება ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ყველა საუკეთესო პირობის შექმნის გამართლებას.

არ სჭირდება ამ ანტირეფორმას სიღრმისეული შეფასება, იმდენად ზედაპირზეა, რომ ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც ტარდება ივანიშვილის ქუთაისის უნივერსიტეტის გადასარჩენად! – აღნიშნავს ტატა ხვედელიანი.

იტვირთბა....