ვაშინგტონი თურქეთისთვის დამატებითი სანქციების შემორებას აპირებს თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს.
„ჩვენ თურქეთის მთავრობის რიგ წევრებს სანქციები დავუწესეთ. კიდევ გვაქვს რიგი ზომები, რომლის განხორციელებას ვაპირებთ იმ შემთხვევაში თუ თურქეთის ხელისუფლება ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს“, – განაცხადა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა.
შეგახსენებთ, პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც იზმირის რაიონში ცხოვრობდა, 2017 წელს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. ამა წლის 7 მაისს ენდრიუ ბრანსონი თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგა და უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. თურქეთის პროკურატურა მისთვის 35 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.