თბილისში ბუნებრივი აირი ძვირდება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილება ძალაში 16 სექტემბრიდან შედის. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
გაძვირება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს შეეხება. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ მოიმატებს.
გაზის ტარიფი მხოლოდ 15 ათასი კომერციული აბონენტისთვის შეიცვლება და ისინი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80,5 მეათედი იქნება.