პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა. მისი თქმით, მან განცხადება, რომ თავს აიფეთქებდა სუს-ის შენობის წინ, ემოციურ ფონზე გააკეთა.
„აქ არანაირი დანაშაული არ იკვეთება. არც მიფიქრია და არც არ მქონია ისეთი რამე გულში და იქიდან გამომდინარეს ისინი რას თხზავენ, არვიცი… განცხადება ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე, ჩემს ადგილას სხვა მეტსაც იტყოდა, უფრო გაცილებით მეტს იტყოდა, მე ეს გავაკეთე ემოციურ ფონზე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-ის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე აქციაზე გაკეთებული იმ განცხადების გამო დაიბარეს, რომლის თანახმადაც ის სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.