ესპანეთში, კერძოდ ვიგოში ერთ-ერთ ფესტივალზე სცენა ჩაინგრა. დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.
ადგილობრივი პრესის ცნობით, ხისგან დამზადებულმა კონსტრუქციამ ხალხის მასას ვერ გაუძლო. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმები, სულ მცირე, 5 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება. ფესტივალი გაუქმდა.
https://youtu.be/qB3W766iUiE