აქტუალური თემა ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

რუსი მწერალი: “ჩვენი მხარე იტყუება, ჩვენმა სამხედროებმა ომი 8 აგვისტომდე დაიწყეს, შევიდნენ, ურტყამდნენ, აფეთქებდნენ”

ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი “ეხო მოსკვის” ეთერში რუსეთ-საქართველოს ომის საკითხს შეეხო. მისი თქმით, ომი რუსეთმა კი არა, საქართველომ გადაიტანა, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია წაართვეს.

“რუსული იმპერიალიზმი ავადმყოფობის ღია ფაზაში შევიდა. ჩვენ ვშთანთქეთ საქართველოს ტერიტორია. ჩვენ 10 წლის წინ გადავედით სისხლის შთანთქვაზე. ეს იყო პუტინისეული ინტერვენცია და ამისთვის დიდხანს ვემზადებოდით. ასე დაიღვარა სისხლი ჩეჩნეთშიც და ეს იყო საერთაშორისო დონის სისხლისმღვრელი პროცესი. თავიდან, 10 წლის წინ, სააკაშვილს და პუტინს ერთნაირ პასუხისმგებლობას ვკიდებდი. ვფიქრობდი, რომ ორივე ერთნაირად არის დამნაშავე, მაგრამ არა – ჩვენი მხარე იტყუება, კარგად მუშაობს რუსული პროპაგანდა, ჩვენებმა ომი მანამდე დაიწყეს. ჩვენი სამხედროები მანამდე შევიდნენ იქ, ურტყამდნენ, აფეთქებდნენ, ანუ ომი უკვე იყო 8 აგვისტომდე. არასდროს მომხდარა ისტორიაში, რომ ქვეყანა, რომელმაც სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს წინააღდეგ დააყენა საკუთარი თავი, გამარჯვებული ყოფილიყო და ჩვენ, რა თქმა უნდა, წავაგებთ. ჩვენ ვიხდით საფასურს და მომავალშიც გადავიხდით…” – განაცხადა შენდეროვიჩმა.

შგახსენებთ, 8 აგვისტოს 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. რუსების მიერ დაწყებულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების მიტაცება მოჰყვა, რომელიც დღემდე ანექსირებულია.

 

იტვირთბა....