“რუსთავი 2-თან” საუბარში ხაშურში მცხოვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ ხაშურის ცხოველთა თავშესაფარში – ორმოში, სადაც ლეშებს მარხავენ, ცოცხალი ლეკვები ნახეს.
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების პოპულაციის ცენტრის ხელმძღვანელი შოთა კოპაძე ტელეკომპანიასთან საუბარში ლეკვების ცოცხლად დამარხვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
“მეტრონომი” ფაქტთან დაკავშირებით ხაშურის გამგებელს გიორგი გურასპაულს დაუკავშირდა.
“საქმეს იძიებს, მაგ რაღაც განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავის კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს მერიის აუდიტის სამსახური და როდესაც მოკვლევა დამთავრდება, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. მე ვერც ვერაფერს ვუარყოფ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ”, – განაცხადა გურასპაულმა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.