ფოთში ზღვაზე მაშველებმა ერთი რუსი ტურისტის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქალი კი მაშველებმა გადაარჩინა.
„სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი 4 ბალს აღემატება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ისინი მაინც შევიდნენ ზღვაში. მაშველებმა ახალგაზრდა გოგონას გადარჩენა შევძელით. 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები”, – აცხადებს მაშველი თეიმურაზ შონია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.