ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილმა ომის დროს გამოვლენილი პროფესიული საქმიანობისთვის ექიმები დააჯილდოვა

გორის ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილმა ექიმები დააჯილდოვა. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ექიმებს და აღნიშნა, რომ ისინი არიან ბოლო იმედი ბრძოლის ველზე გაჭირვებაში მყოფი ჯარისკაცებისთვის.

„დღეს მადლობა გეუბნებით თქვენ, ექიმებს. ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე  ორიენტირებული პროფესიის წარმომადგენლებს. ბრძოლის ველზე ხართ ბოლო იმედი გაჭირვებაში მყოფი ჯარისკაცის თუ მოქალაქის.  27 წლის განმავლობაში ურთულეს ვითარებაში  გამოვლილმა ჩვენმა ერმა არ დაკარგა თავისუფლების სურვილი. არ უთქვამს რომ მოდით გვერდზე გადავდოთ ჩვენი წინაპრების დანაბარები, რომ ეს ქვეყანა საქართველოა, რომ ამ ქვეყანას ჩვენ ვპატრონობთ და არა თუნდაც ჩვენზე ბევრად ძლიერი მტერი და მომხდური,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ექიმებს აგვისტოს ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრმაც. დავით სერგეენკოს თქმით სწორედ მედპერსონალის სიმამაცემ გადაარჩინა ათეულობით სიცოცხლე.

„ზოგადად თქვენი შრომის შეფასება არა თუ ძალიან რთულია, არამედ უბრალოდ შეუძლებელია იმის  საპირწონის მონახვა რასაც თქვენ ემსახურებით-ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

იტვირთბა....