პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, რომ თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს ეს დიაგნოზი იქნება..
კახა კუკავა, ზურაბიშვილის იმ განცხადებას აფასებს, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ 10 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომი, სწორედ საქართველომ დაიწყო.
„სალომე ზურაბიშვილის გარდა, ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია იყო ასეთი, რომ სანამ რუსული ტანკები არიან საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ ვწყვეტთ ხელისუფლების კრიტიკას. სამწუხაროა, მაგრამ ეს პირველად არ ხდება სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიაში, თვითონ, მისი ოჯახი 91 წლის ცნობილი მოვლენების დროსაც საუბრობდა რომ გამსახურდია აფხაზების და ოსების გენოციდს ახორციელებს და არ სცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს დადანაშაულება რუსეთთან მიმართებაში, საჯაროდ განსაკუთრებით და განსაკუთრებით იმ პირის მხრიდან, ვისაც ქვეყნის პრეზიდენტობა სურს, ამას ემოციურის და მეცნიერულის გარდა, აქვს თავისი პოლიტიკური დატვირთვა, რასაც წესით უნდა აცნობიერებდეს ზურაბიშვილი. ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება, თუ აირჩევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი უარს ამბობს, ნორმალური სახელმწიფოებრიობაზე,“ – განაცხადა კახა კუკავამ.