ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში ორმა არასრულწლოვანმა მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდა

გორში ორმა არასრულწლოვანმა მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდა. როგორც “მეტრონომის” კორესპოდენტი გორიდან იუწყება, შემთხვევა გუშინ ღამით, წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ორმა არასრულწლოვანმა 8 ცალი მობილური ტელეფონი მოიპარა. პოლიციის თანამშრომლებმა ერთი მათგანი მალევე ამხილეს და 6 მოპარული ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მეორე არასრულწლოვანის ვინაობის დასადგენად კი მიმდინარეობს გამოძიება.

ასაკიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშრომლებს ქურდობაში მხილებული არ დაუკავებიათ.

შსს პრესსასამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 – ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....