გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა რომ ერთმა პირმა, ბავშვთან ერთად, საბაჟო კონტროლის გავლის გარეშე მიაღწია ჩასხდომის სივრცემდე. ამის შესახებ Independent-ი იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტის პირველმა ტერმინალმა მგზავრთა მომსახურება შეწყვიტა.
სამართალდამცველებს ჯერ არ უპოვიათ პირი, რომელიც ბავშვთან ერთად, კონტროლის გარეშე გადაადგილდა აეროპორტის ტერიტორიაზე, რადგან პოლიციის ინფორმაციით, ის გაუჩინარდა.
Due to a police action, the German Federal Police is currently evacuating Piers A and Z at Frankfurt Airport’s T1. As a result of this measure, flight disruptions can be expected. Passengers are advised to check the status of their flight. pic.twitter.com/sRDEUOeysd
— Frankfurt Airport (@Airport_FRA) August 7, 2018