ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი ჭრილობებით გუშინ შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოს ოფიციალურ განცხადებაში წერია განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ღამით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ შ.დ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია შსს განცხადებაში.

იტვირთბა....