“უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი, მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი საუკუნის წინ დაიწყო რუსეთმა. ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების, ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ასევე ევროკავშირი ადასტურებდა. ჩვენ ამას არ გადავხედავთ და ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია.
როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციებზე, რომლებზეც ევროპელები და ამერიკელები გვაფრთხილებდნენ მაშინ, პროვოკაციებს არ ავყვები, რადგან როცა ხარ პატარა ქვეყანა, პროვოკაციებს არ უნდა აყვე”
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობის ოფიციალურმა კანდიდატმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.