ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი 5 საათზე განცხადებას გააკეთებს

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვასთან დაკავშირებით, განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ის პარლამენტში მივიდა, რადგან თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააფრთხილოს მოსალოდნელი განცხადების შესახებ.

„მე ახლა მოვედი პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ გავაფრთხილო, დღეს 5 საათზე ვაკეთებ  განცხადებას ჩემთან და თქვენც, ყველას გაფრთხილებთ, რომ 5 საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან და განცხადებას გავაკეთებ,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ დროისთვის უცნობია ვის დაუჭერს მხარს “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

 

იტვირთბა....