ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კადიროვთან დაახლოებული ხანგოშვილი იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

მუსა ხანგოშვილი, რომელსაც პოლიციელის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ, რაც ჯარიმას ან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაკავებულს დიაბეტის გამო შეექმნა. მანამდე კი ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებულ ხანგოშვილს იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ხანგოშვილის დედა შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია

„რა პრობლემაა თუ არის?! რაში არის დამნაშავე, ცოტა ნასვამი, რომ იყო იმაში არის დამნაშავე? ყოველი მეორე არის აქ ნასვამი და ეს დანაშაულია?,”-განაცხადა მუსა ხარგოშვილის დედამ.

იტვირთბა....