ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ქართულ ენაზე საუბრობს.
„10 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ საქართველოს და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. შეუძლებელია ომის ჭრილობების განკურნება. ძალიან ძნელია სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს მოხდება, რადგან საქართველოს ზურგს უმაგრებს და მხარს უჭერს დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება. ლიტველები მხარს უჭერენ საქართველოს“, – ნათქვამია ლინას ლინკევიჩიუსის ვიდეომიმართვაში.