გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განაცხადეს, რომ 5 აგვისტოდან 7 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზღვისპირა ქალაქებში გამოიდარებს. 8 და 9 აგვისტოს კი გაწვიმდება, თუმცა ხანგრძლივი წვიმები მოსალოდნელი არ არის. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმს. დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 34-36 გრადუსია მოსალოდნელი. ამასთან , თბილისში დღის მეორე ნახევარში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
„აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 აგვისტოს ღამის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ამ რიცხვებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც, 5 აგვისტოს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში.