ხორავას ქუჩის საქმის დრობითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, დღეს 5 მოზარდა გამოოკითხავს.
დღეს გამოიკითხებიან ის მოზარდები, რომლებიც უშულოდ მონაწილეობდნენ ჩხუბში და მათთან ერთად, კომისიის წევრების კითხვებს ის არასრულწლოვნებიც უპასუხებენ, რომლებიც ჩხუბის მონაწილეები არ არიან.
ასევე, კომისიის წევრები დღეს, 4 არასრულწლოვნის გარდა, ერთ სრულწლოვანს გამოკითხავენ, თუმცა უცნობია ვინაა ეს პირი.
ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის, თქმით, რამდენიმე არასრულწლოვანი უნდა გამოიკითხოს კომისიამ. ის არ გამორიცხავს, რომ საბოლოო ანალიზისთვის რომელიმე მოწმის ხელახლა გამოკითხვა დასჭირდეთ.
„არ არის გამორიცხული, რომ გამოიკვეთოს საჭიროება თვითონ ანალიზის დროს დაზუსტებისთვის და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ დაგვჭირდეს ვინმეს გამოკითხვა, თუმცა, ძირითადი სია, ჩვენ ვისიც გვქონდა დაგეგმილი, ამოწურულია და დღეს ვამთავრებთ ამით,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის, თქმით, დღეს გამოსაკითხი მოზარდები შესაძლოა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით.
„ასევე, გამოიკითხება ერთი პირი, რომელიც თავის დროზე გამოძიებას გამოკითხული არ ჰყავდა. სამწუხარო იყო, გუშინ შს მინისტრისგან მოსმენა იმის შესახებ, რომ ის აღიარებს მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას, თუმცა, ვერ ხედავს მიზეზობრივ კავშირს დამდგარ შედეგთან,“ – განაცხადა აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას, ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, უსმენდნენ.
მომდევნო კვირიდან კომისია მიღებული ინფორმაციის გადამუშავების და დასკვნის მომზადების ეტაპზე გადავა.