ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გ.ბ. ამბობს, რომ ჰქონდა დანა, ხოლო მის სხეულზე არსებული სისხლი იყო სარალიძის”

საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, კომისიის წევრებს სარალიძის მკვლელობის საქმეში ბარბაქაძის როლსა და მის მონაწილეობაზე დეტალური განმარტება მისცა.

„ის შედის ამ ფარდულში ეგრევე, როგორც კი ჩხუბი იწყება, ასევე დგინდება, რომ ის ამ ფარდულიდან გამოდის დასისხლიანებული, ასევე მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სისხლი არის სარალიძის, მერე მიდის და დანას ურტყამს დადუნაშვილს, რომელსაც კლავს ადგილზე. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აქ გვაქვს ორი ეპიცენტრი – ერთი ფარდული და მეორე დადუნაშვილის მკვლელობის ადგილი.

სარალიძის შემთხვევაში, მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში და ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას, შემდეგ კი მიდის მეორე მეგობრის დასახმარებლად და კლავს დადუნაშვილს. პირადად ჩემი შინაგანი რწმენა არის ის, რომ ბარბაქაძემ ჩაიდინა სარალიძის მკვლელობა, ისევე როგორც დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა დადუნაშვილის მკვლელობა. ფარულ ჩანაწერში, რომელიც განხორციელდა ბარბაქაძესთან, ის ამბობს, რომ დანა ჰქონდა მას და ჯანაშიას. შემდგომ გრძელდება პროცესი, ექვსი თვის განმავლობაში ისინი ელოდებიან იმას, რომ მისი მეგობრები მისცემენ თუ არა ჩვენებას. ამ ხალხმა ამხილა მკვლელობაში ბარბაქაძე და ჯანაშია, ხოლო შემდეგ მსჯავრდებულები იძლევიან ჩვენებას, სადაც ვერ ამხილეს ვერაფერში მათი მამხილებელი მ.კ. შესაბამისად, აქედან თვალნათელია, რომ ორ პირს ჰქონდა დანა, ესენი არიან ბარბაქაძე და ჯანაშია და სწორედ მათ გამოიყენეს დანა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 15:00 საათზე მოუსმენს.

იტვირთბა....