ავღანეთში, მეჩეთში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი TOLOnews ავრცელებს.
აფეთქება ქალაქ გარდეზში, ფაქთიას პროვინციაში მოხდა. მეჩეთზე თავდახმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მიიტანა.
ამ მომენტისთვის არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.