ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორც მახსოვს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე სუბელიანთან საუბარი არასდროს მქონია”

ხორავას ქუჩაზე შექმნილი დროებითი საგამოოძიებო კომისიის წევრების კითხვებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე პასუხობს.

კომისიის წევრების ერთ-ერთი მთავარი კითხვა, მოზარდების მკვლელობის საქმეში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის მონაწილეობას და შემხებლობას ეხება.

კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ კითხვით ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართა და ყოფილი შს მინისტრის ვანო მნერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდი შეახსენა.

კახიძე დაინტერესდა ფლობდა თუ არა ინფორმაციას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან მირზა სუბელიანი კავშირზე, რადგან ყოფილი შს მინისტრის საკნიდან გაყვანას სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევდა, მოკვლევას კი სწორედ დღეს უკვე ხორავას საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ხელმძღვანელობდა.

„თქვენ იმ პერიოდში როდესაც ამ საქმეს იძიებდით, გქონდათ თუ არა საუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსთან ბატონ სუბელიანთან, რომელიც მაშინ უკვე თქვენი თანამშრომელი იყო, შეხვდით თუ არა მას და ესაუბრეთ თუ არა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე?“- მიმართა კახიძემ ირაკლი შოთაძეს.

კახიძის კითხვა ყოფილი მთავარი პროკურორისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. შოთაძე ვერ მიხვდა რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ორ განსხვავებულ სისხლის სამართლის საქმეს ერთმანეთისგან.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თქვა ისიც, რომ სტრასბურგის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ბატონი მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ადასტურებს, არ ეთანხმება. შოთაძე კომისიის წევრებს მოუწოდა გამიჯნოს საქმეები ერთმანეთისგან.

ყოფილი მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა გამოძიება, დაიკითხა ყველა შესაძლო მოწმე, ასევე  ჩატარდა ექსპერტიზა კამერების ჩანაწერებზე და საკნიდან გაყვანის ფაქტი არ დადასტურდა.

მისი თქმით, სუბელიანთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი არასდროს ჰქონია.

„რაზე უნდა მესაუბრა უკაცრავად? ამ საკითხზე მირზა სუბელიანთან მე არასდროს არ მქონია,“- პასუხობს  ყოფილი მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 15:00 საათზე მოუსმენს.

იტვირთბა....