ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შოთაძე: “სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან”

ხორავას ქუჩაზე შექმნილი დროებითი საგამოოძიებო კომისიის წევრების კითხვებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე პასუხობს.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ  განაცხადა, რომ  ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ  სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,

„საქმის მასალებით დგინდება, რომ არ იქნა ამოღებული მირზა სუბელიანის შვილის ტელეფონი, არ იქნა ამოღებული მიმოწერა, არ იქნა გაჩხრეკილი სახლი, სუბელიანი არ იქნა დაკითხული, სუბელიანის მეუღლე არ იქნა დაკითხული, მ.კ.-ს სახლი არ იქნა გაჩხრეკილი, მისი ტანსაცმელი არ იქნა ამოღებული, მისი მიმოწერა არ იქნა ამოღებული და ა.შ. ფაქტია, რომ არ განხორციელებულა ეს 10-12 მოქმედება. თქვენ რომ დავალება გაეცით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ყოფილიყო ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა კავშირი ჰქონდათ მომხდართან თქვენი თანამშრომლის (მირზა სუბელიანის) შვილსა და მის ნათესავს, ამ გადასახედიდან როგორ თვლით, შესრულდა თქვენი დავალება თუ არა?“ – ამ კითხვით მიმართა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ირაკლი შოთაძეს.

შოთაძემ, თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ის დავალებას შესრულებულად მიიჩნევს.

„მე ვთვლი, რომ მივიღე სრული ინფორმაცია მკვლელობაში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ჩემი დავალება შესრულებულია, მე რაც მაინტერესებდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებით, ეს გავიგე. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა რა ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 15:00 საათზე მოუსმენს.

იტვირთბა....