ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოპოზიციის მხრიდან ველოდები არა საგნობრივ კითხვებს, არამედ პოლიტიკურ შოუს”

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყების წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან არა საგნობრივ მსჯელობაა მოსალოდნელი, არამედ პოლიტიკური შოუ.

კილაძის თქმით, საგამოძიებო კომისიამ თითქმის ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო და განსაკუთრებული კითხვა დარჩენილი აღარ არის.

“დღეს კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. დღეს გამოკითხვაზე იქნებიან ყოფილი მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე იუსტიციის მინისტრი, რაც არის იმის დამამტკიცებელი, რომ საპარლამენტო კონტროლი რეალურად არის გაზრდილი. თუ რაიმე კითხვა არის, ყველა თანამდებობის პირი პარლამენტში მოვა და კითხვებზე პასუხს გასცემს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 15:00 საათზე მოუსმენს.

იტვირთბა....