ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს ბევრი შეკითხვა და საინტერესოა თუ რატომ შევიდა გამოძიება ასეთ ჩიხში.
კაპანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან არსებულ კითხვებზე ისაუბრა. ინფორმაციას “რუსთავი2″ ავრცელებს
მისი თქმით, კომისიის მუშაობის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა და ეს დაგროვილი კითხვები დაისმება გიორგი გახარიასთან და ირაკლი შოთაძესთან.
კაპანაძე ამბობს, რომ კითხვები ეხება მათ შორის პროკურატურასა და შს სამინისტროში მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს.
„არიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც მოხდა და რაც ხდება ხორავას საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ორი უწყების პასუხისმგებლობა და შეუძლებელია, რომ ისე ჩაიაროს ამ ამბები, რომ არავინ არ აგოს პასუხი. როგორი ტიპის პასუხისგებაზეა საუბარია, ამაზე მოგვიანებით გვექნება საუბარი, მათ შორის ჩვენი დასკვნების გამოქვეყნების დროს,”-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დღეს 15: 00 საათზე კი კომისიის წევრები უკვე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმენენ.