ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ დუისში მეშვიდე დღეა 54 წლის მამაკაცს ეძებენ

მეშვიდე დღეა 54 წლის მამაკაცს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ეძებენ.  ოჯახის ინფორმაციით ოთარ ხანგოშვილი, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ერთდღიანი სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ასევე მათი ინფორმაციით ხანგოშვილს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი აქვს. იგი ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოში თანასოფლელთან ერთად ჩეჩნეთიდან ბრუნდებოდა.

დაკარგულს ოჯახთან ბოლო კონტაქტი ერთი კვირის წინ ჰქონდა. ოთარ ხანგოშვილს ახლობლები ყაზბეგშიც ეძებდნენ, სადაც ის მშენებლობაზე მუშაობდა, თუმცა უშედეგოდ.

54 წლის მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ფლობს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებას განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

იტვირთბა....