დღეს, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოხდარ მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ. კომისიის სხდომა 11:00 საათისთვის არის დანიშნული.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოსაკითხ პირთა მოსმენას მიმდინარე კვირას დაასრულებს. ამის შემდეგ კომისია დასკვნის მომზადებაზე დაიწყებს მუშაობას.