ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რადგან გვენეტაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, არანაირი მიზეზი არ მაქვს ეს არ დავიჯერო”

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტიდან ნინო გვენეტაძია გადადგომის შესახებ განაცხადა, რომ არანაირი მიზეზი არ აქვს რომ არ დაიჯეროს გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოსტის დატოვება.

“ჩემთვის ცნობილია ის ინფორმაცია, რაც საჯარო სივრცეში გავრცელდა. რადგან მან მიზეზად ჯანრთელობის მდგომარეობა დაასახელა, მე არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ არ დავიჯერო, მითუმეტეს ექიმის პოზიციიდან, რომ ეს მართლაც ასეა”, – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

იტვირთბა....