ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის გვენეტაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო”

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე, ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით, “მეტრონომთან” განცხადებას აკეთებს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო გვენეტაძის გადადგომა.

ქალბატონმა ნინომ თავად გააკეთა განცხადება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად გასაგებია მისი პოზიცია.

“ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის ყველასთსვის გვენეტაძის ეს გადაწყვეტილება. ქალბატონ ნინო იღებდა ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას რაც იყო მისი კონპედენცია და ის საკმაოდ აქტიური იყო. ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის ეს იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. მეტის თქმა ამასთან დაკავშირებით ნამდვილად არ შემიძლია. შესაბამისი პროცედურებით როგორცაა გაწერილი რეგლამენტით ისე წარიმართები კანონის ფარგლებში პროცესი” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

 

იტვირთბა....