ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადგილმდებარეობა შესაძლოა შეიცვალოს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, შესაძლოა, ადგილმდებარეობა შეიცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

თემაზე ბოლო პერიოდია მსჯელობს მმართველი გუნდი. ინიციატივას ადასტურებს “ქართული ოცნების”  წევრი უმაღლეს საბჭოში, განხილვების შესახებ ინფორმაციას კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

“კონცეპტუალურად საკითხი დაყენებულია და ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შემდეგ, შეგვეძლება, რომ დეტალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები”,  – განაცხადა აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

ტურისტულ ქალაქში არსებული აეროპორტის ალტერნატივად განიხილება აეროპორტის გახსნა გურიის სოფელ მერიაში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ან ქობულეთში. ამაზე ორი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძეც საუბრობდა, ოღონდ არა ბათუმის აეროპორტის გაუქმების სანაცვლოდ. რაც შეეხება ბათუმის სანაპიროს, ანუ იმ ადგილს სადაც აეროპორტი მოწყობილი – ტერიტორიის საინვესტიციოდ მომზადება იგეგმება.

იტვირთბა....