საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან ცხოვრებაში არასდროს ჰქონია პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი.
მისი თქმით, კვირიკაშვილთან მუშაობდა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
„ვთანამშრომლობდით იმ ნაწილში, რა ნაწილშიც შეგვეძლო კონკრეტული საკითხები გაგვეკეთებინა და ქვეყნის მდგომარეობა წინ წაგვეწია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.