ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საკონსტიტუციო გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მისთვის რთული წარმოსადგენია მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი.
“როგორც ექიმი ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს, რომლებსაც დღესაც არ აქვს შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო გადაწყვეტილებაზე არ მაქვს უფლება, რომ დავიწყო კრიტიკა, თუმცა ჩემი პოზიციაა არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი” – აცხადებს სერგეენკო.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.