aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს.

„სალვუს დეველოპმენთის“ მფლობელი გიორგი სოზაშვილი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებასთან მისი კუთვნილი ავტომობილიდან პირადი ნივთების ასაღებად მივიდა. დაკავებას წინ პოლიციელებსა და სოზაშვილს შრის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ის ჯერ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შემდეგ კი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

სოზაშვილს ბრალს დაუმორჩილებლობაში სდებენ. ადვოკატი მას დღეს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბიტკოინების დატა-ცენტრში შევიდა, საიდანაც ნივთმტკიცებად სოზაშვილის მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული “მაინერები” ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ამ მაინერებით ის ელექტროენერგიას მართლსაწინააღმდეგოდ მოიხმარდა.

იტვირთბა....