საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებებია წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველაფრის მაჩვენებელი, არჩევნებია.
“არაფერი პირადული NDI-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან, არავითარი პრეტენზია NDI-ს ინსტიტუციასთან არ მაქვს, მაგრამ მთელი ამ 6 წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში მომიწია ყოფნა, მნიშვნელოვანი განსხვავებებია ხოლმე წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის. ასე, რომ მე უბრალოდ არ მაქვს პასუხი გარდა იმისა, რომ არჩევნებია ყველაფრის მაჩვენებელი”, -განაცხადა დავით სერგეენკომ.
NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10%-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% – გიორგი მარგველაშვილს, 6% – დავით ბაქრაძეს, 4%- შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.