ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: “გამოკითხულთა 44%-სთვის სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა”

NDI კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44%-სთვის სექსუალური(LGBT) უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23%-სთვის სექსუალური უმცირესობების დაცვა მნიშვნელოვანია, ხოლო 26% აცხადებს, რომ საკითხის მიმართ ნეიტრალურია. აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევაში იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომელთათვისაც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა, აპრილის კვლევის შემდეგ – შემცირდა.

რაც შეეხება შშმ პირების უფლებებს, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოკითხულთა 93%-სთვის მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, ხოლო 1%-ისთვის უმნიშვნელო.

გამოკითხულთა 60%-სთვის მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, ხოლო 8%-სთვის უმნიშვნელო, გამოკითხულთა ასევე 60%-სთვის არის მნიშვნელოვანი რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, ხოლო 11%-სთვის უმნიშვნელო. აღნიშნული კვლევის შემთხვევაში, აპრილის მონაცემებთან შედარებით, იმ გამოკითხულთა რიცხვი, რომელთათვისაც რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, აპრილის შემდეგ 10%-ით შემცირდა, ხოლო მათი რიცხვი, ვისთვისაც პრობლემა უმნიშვნელოა – 3%-ით გაიზარდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

იტვირთბა....