ავღანეთში თავდასხმა მოხდა. გზაზე დამონტაჟებული ბომბი სწორედ იმ დროს აფეთქდა, როდესაც იქ სამგზავრო ავტობუსმა გაიარა.
შემთხვევა ქალაქ ჰერათისა და ჰელმანდის პროვინციის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.
აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.